მეტი ვიდრე უბრალოდ ონლაინ მაღაზია
ეს ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, გაჩნდა იდეა რომელსაც Wish.ge დავარქვით, არაფერი ახალი, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ გვინდოდა ისეთი ონლაინ მაღაზიის შექმნა რომელიც საუკეთესო იქნებოდა ქართულ ბაზარზე. რომელიც იქნებოდა გამორჩეული მომხმარებელთან ლოალურობით.
ყოველთვის ვთვლიდით რომ კმაყოფილი მომხმარებელი უმთავრესია ბიზნესისთვის, საქმის წარმატებისთვის და, სწორედ ამიტომ, ყველაფერი ამაზე იქნებოდა დაფუძნებული. ყოველი ნაბიჯი, სატელეფონო თუ წერითი კომუნიკაცია და კურიერისგან ნივთის გადაცემის პროცესი, უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც ნათლაც დაანახებდა მომხმარებელს ჩვენს ნამდვილ სახეს.
იდეა იდეად რჩებოდა სანამ არ დადგა პანდემია და ჩვენც დავიწყეთ.
უკვე წელიწადი და თვრამეტი თვეა ბაზარზე აქტიურად ვართ. ყოველდღე იზრდება ჩვენი ერთგული მომხმარებლის რიცხვი. რეალურად, იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე წარმოვიდგენდით და სწორედ ჩვენი განსაკუთრებული მიდგომით დავიმსახურეთ ეს წარმატება. რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი წინ არის და ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო გავიზრდებით, მეტ მომხმარებელს გავახარებთ და ამ მიდგომას არ შევცვლით, როგორიც ახლა გვაქვს.
ახლა მოგიყვებით ჩვენს მაღაზიაზე- ეს არის Wish.ge. ძირითადად მობილურის გაჯეტები, კომპიუტერის აქსესუარები, აუდიო და წვრილი საყოფაცხოვრებო პროდუქცია გვაქვს. რით განსხვავდება სხვა ონლაინ მაღაზიებისგან? ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შემოვიტანოთ. ჩვენთან მხოლოდ ის იყიდება რომლის ხარისხშიც თავადვე ვართ დარწმუნებულები. გვაქვს სწრაფი მიტანის სერვისი, თბილისში და საქართველოს სხვა ყველა ქალაქსა თუ სოფელში. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ფილიალის გახსნას. მართალია, პანდემიის პერიოდში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ნივთების ონლაინ შეძენა იყო და ჩვენც ავუწყეთ ფეხი მსოფლიოს ამ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისევ მომხმარებლის სურვილებიდან გამომდინარე გვსურს, რომ ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქტი ადგილზე, ჩვენთან სტუმრობის შემდეგ.
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.