დაბრუნების პოლიტიკა

Wish.ge წარმოადგენს ვებ-გვერდზე (www.wish.ge) განთავსებული პროდუქტის  უშუალო გამყიდველს.

პროდუქტის შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე.

თუ Wish.ge-ს ავტორიზებული პირის მიერ პროდუქტის მისამართზე მიტანის შემდეგ, მიმღები უარს განაცხადებს ნივთის ჩაბარებაზე, მიმღები ვალდებულია ხელი მოაწეროს უარის ფორმას, რომელშიც თავადვე უთითებს შეკვეთის უნიკალურ კოდს. მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს Wish.ge-ს საკონტაქტო ნომერზე და აცნობოს შეკვეთის გაუქმების შესახებ, ამასთან ვებ-გვერდის მომხმარებლის ანგარიშიდან გააუქმოს შეკვეთა. პროდუქტის ჩაბარებაზე უარის თქმა შეგიძლიათ, უარის შესაბამის ფორმაზე ხელმოწერის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ უარის ფორმაზე ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში ვებ-გვერდზე არ გაუქმდება უარის ფორმაში მითითებული უნიკალური კოდით განხორციელებული შეკვეთა, Wish.ge უფლებამოსილია თავად გააუქმოს შეკვეთა.

თუ მომხმარებელი პროდუქტის დაბრუნებას ან/და გადაცვლას გადაწყვეტს პროდუქტის ჩაბარების შემდეგ, იგი უნდა დაგვიკავშირდეს ნომერზე 032 2 420 866.