სამომხმარებლო შეთანხმება

 გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ვებ გვერდის წესები და პირობები

წინამდებარე შეთანხმების პირობები (“შეთანხმება”) სავალდებულოა თქვენთვის და Wish.ge-ისთვის, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია როგორც Wish.ge, “ჩვენ” ან “ჩვენი.” გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. ვებ გვერდის ან Wish.ge–ის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე, ისევე, როგორც კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა არეგულირებს თქვენ მიერ ვებ ვერდითა (www.Wish.ge) და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებ გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. ტერმინი “თქვენ” მიუთითებს პირზე, რომელიც შედის ვებ გვერდზე ან სარგებლობს ვებ გვერდით ან ჩვენი მომსახურებით (“მომხმარებელი“).

  1.  ზოგადი პირობები

1.1.   წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება ძალაში შედის თქვენი მხრიდან მისი გაცნობის ან/და პირობებზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან;

1.2.   თქვენ მიერ ვებ გვერდზე შესვლა და ამ ვებ გვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ წინამდებარე პირობები;

1.3.  Wish.ge უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, წესები, ან/და ტარიფები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.4.   თქვენ ვალდებული ხართ პერიოდულად გაეცნოთ შეთანხმებაში და მის ყველა დანართში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეტანილ ცვლილებებს და დამატებებს;

  1.  მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

2.1.  Wish.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ აცხებთ და იძლევით გარანტიას, რომ:

2.1.1.  იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;

2.1.2.  წარმოადგენთ უფლებაუნარიან და ქმედუნარიან პირს;

2.1.3.  ვებ გვერდზე რეგისტრაციის მიზნით Wish.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი. Wish.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;

2.1.4.  სრულად პასუხისმგებელი ხართ ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი მომხმარებლის ანგარიშით ვებ გვერდზე ყოფნის ან Wish.ge–ის მომსახურებით სარგებლობის დროს;

2.1.5.  არ მოახდენთ Wish.ge–ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში, Wish.ge–ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

2.1.6.  სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან Wish.ge-ს მეშვეობით პროდუქტის შეძენისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ თქვენ წარმოადგენთ გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ მფლობელს;

2.1.7.  სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს ვებ გვერდით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება პროდუქტის შეკვეთით, დამატებით, გაუქმებით და მომსახურების საფასურის გადახდით;

2.1.8.  სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ Wish.ge უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის და არა მხოლოდ თქვენ მიერ Wish.ge-სთვის ან/და მისი წარმომადგენლისთვის გადაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წინამდებარე შეთანხმებით და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით;

  1.  მომსახურების პირობები 

3.1.  Wish.ge გთავაზობთ ონლაინ შოპინგის უნივერსალურ პლატფორმასა და დეტალურ საინფორმაციო პორტალს, რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას მასზე განთავსებული პროდუქციის ნებისმიერი პარამეტრის, შეთავაზებების (ფასები და საგარანტიო პირობები) და მიმწოდებლების შესახებ.

3.2.  შესაბამის მიმწოდებელთან გაფორმებული ელექტრონული კომერციით მომსახურების ან/და პოს-ტერმინალით მომსახურების თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, Wish.ge შესაძლებლობას გაძლევთ დადოთ გარიგებები სასურველი პროდუქტის შეძენის მიზნით;

3.3.  Wish.ge-ს მეშვეობით პროდუქტის შეძენის მიზნით, ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ მომხმარებლად და გაიაროთ ვებ გვერდზე ავტორიზაცია;

3.4.   ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ Wish.ge არ იძლევა გარანტიას მის სისრულეზე, დროულობაზე და სისწორეზე. თქვენ ეცნობით, იყენებთ და ენდობით ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით;

3.5.  Wish.ge არ წარმოადგენს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქტის  უშუალო გამყიდველს. Wish.ge არ არის მიმწოდებელსა და თქვენ შორის გაფორმებული გარიგების მხარე, ორგანიზატორი ან/და რაიმე სხვა ფორმით გარიგების თანამონაწილე;

3.6.  Wish.ge გაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა მიმწოდებელის მიერ შემოთავაზებული პირობების შესახებ. თქვენ ვალდებული ხართ თავად შეარჩიოთ სასურველი მიმწოდებელი და პროდუქტი;

  1.  მომხმარებლის ანგარიშის გახსნა

4.1.  ვებ გვერდის მეშვეობით პროდუქტის შესაძენად თქვენ ვალდებული ხართ გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ მომხმარებლის ანგარიში;

4.2.  რეგისტრაციის პროცესში ვალდებული ხართ, შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი და დაეთანხმოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს;

4.3.   ვებ გვერდზე რეგისტრაციისას ვალდებული ხართ, მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. Wishთქვენთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს რეგისტრაციისას მითითებულ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს;

4.4.   საკონტაქტო მონაცემების ცვლილებისას, ვალდებული ხართ აღნიშნულის შესახებ შეატყობინოთ Wish.ge-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ გვერდზე რეგისტრაციის მომენტში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად და Wish.ge-ს მიმართ არ მიიღება არავითარი პრეტენზია;

4.5.    ვებ გვერდზე თქვენი მომხმარებლის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ წინამდებარე პირობებზე დათანხმების შემდეგ. რეგისტრაციის პროცესის ნაწილობრივ გავლის შემთხვევაში მომხმარებლის ანგარიში არ ითვლება შექმნილად და თქვენ ვერ შეძლებთ Wish.ge-ს მომსახურებით სრულად სარგებლობას;

  1.  პროდუქტის შეძენა

5.1.    Wish.ge-ს მეშვეობით პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან;

5.2.    პროდუქტის შეძენის მიზნით ვალდებული ხართ გაიაროთ ავტორიზაცია ვებ გვერდზე. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორების მეშვეობით;

5.3.    ავტორიზაციის გავლის შემდეგ Wish.ge-ს კატალოგიდან ირჩევთ თქვენთვის სასურველ შეთავაზებას და ანგარიშსწორების მეთოდს;

5.4.    Wish.ge-სა და მიმწოდებელს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ანგარიშსწორება შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდებით შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

5.4.1.  ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;

5.4.2.  ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება Wish.ge-ს საკურიერო სერვისის გამოყენებით;

5.4.3.  უნაღდო ანგარიშსწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შეკვეთის განხორციელების მომენტში ვებ-გვერდზე ჩართული ელექტრონული კომერციის გამოყენებით, აგრეთვე უშუალოდ პროდუქტის ჩაბარების მომენტში პოს-ტერმინალის მეშვეობით;

5.5.   პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა საკომისიო ან/და მომსახურების საფასური, მათ შორის საკურიერო მომსახურების ღირებულება;

5.6.   თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ შეკვეთის გაუქმებისპროდუქტის დაბრუნების და დაბრუნებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების უფლებით. პროდუქტის დაბრუნებისა და ანაზღაურების პირობებს განსაზღვრავს მიმწოდებელი და განთავსებულია ვებ გვერდზე;

5.7.  პროდუქტის შეძენამდე თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ მიმწოდებლის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას. შეკვეთის პროცესის დასრულებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით მიმწოდებლის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას;

5.8.   პროდუქტის დაბრუნებაზე და დაბრუნებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურებაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. Wish.ge-ს მიმართ არ შეიძლება წარდგენილი იქნეს დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული რაიმე მოთხოვნა/პრეტენზია;

  1.     ტრანსპორტირება

6.1.  Wish.ge უზრუნველყოფს თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირებას შემდეგი პირობებით:

6.1.1. მიმწოდებლის მიერ Wish.ge-სთვის ან/და მისი წარმომადგენლისთვის პროდუქტის შესაბამის ვადებში მოწოდების შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება თბილისში განხორციელდება 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში;

6.1.2.  იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარების მისამართი იქნება თბილისის ფარგლებს გარეთ, პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში;

6.1.3.  შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება თქვენ მიერ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე;

6.1.4.  Wish.ge უფლებამოსილია არ განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება იმ შემთხვევაში, თუ:

6.1.4.1.  პროდუქტის შეძენა არ განხორციელებულა Wish.ge-ს მეშვეობით;

6.1.4.2.  პროდუქტის შეძენისას თქვენ მიერ დაფიქსირებული მისამართი გაურკვეველია;

6.1.4.3.  ვერ ხერხდება თქვენთან დაკავშირება ვებ გვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე;

6.1.4.4.  პროდუქტის მახასიათებლებიდან გამომდინარე Wish.ge მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება;

6.1.5.5.  იმ შემთხვევაში, თუ Wish უარს განაცხადებს პროდუქტის ტრანსპორტირებაზე წინამდებარე მუხლის 6.1.4. პუნქტის შესაბამისად, Wish უფლებამოსილია ვებ გვერდზე გააუქმოს შეკვეთა;

6.1.6.6.  პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია Wish.ge-ს ან/და მის წარმომადგენელს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

6.1.7.7.  პროდუქტის ჩაბარების დადასტურების მიზნით პროდუქტის მიმღები ხელს აწერთ მიღება-ჩაბარების აქტს. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია;

6.1.8.8.  Wish.ge უფლებამოსილია არ გადმოგცეთ შეძენილი პროდუქტი, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე პირობის დადგომისას:

ა)     მიმღები უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე;

ბ)     მიმღები უარს განაცხადებს შეკვეთის უნიკალური კოდის წარმოდგენაზე;

გ)     მიმღების მიერ წარმოდგენილი შეკვეთის უნიკალური კოდი არ დაემთხვევა შეკვეთის განხორციელებისას მინიჭებულ კოდს;

დ)    მიმღები უარს განაცხადებს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე;

6.2.   პროდუქტის  ჩაბარების დადასტურების მიზნით Wish.ge უფლებამოსილია აწარმოოს პროდუქტის ჩაბარების პროცესის ვიდეომონიტორინგი და შეინახოს ვიდეო ჩანაწერი Wish.ge-ს მიერ განსაზღვრული ვადით;

  1.  მხარეთა უფლება-მოვალეობები

7.1.     თქვენ უფლებამოსილი ხართ:

7.1.1.   ისარგებლოთ Wish.ge-ს მომსახურებით თქვენი მომხმარებლის ანგარიშისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

7.1.2.   გაეცნოთ Wish.ge-ს კატალოგს და მიმწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პირობებს;

7.1.3.   შეიძინოთ სასურველი პროდუქტი შესაბამისი მიმწოდებლისგან;

7.1.4.   ისარგებლოთ Wish.ge-ს საკურიერო მომსახურებით;

7.1.5.   ანგარისწორება განახორციელოთ Wish.ge-ს მიერ განსაზღვრული გადახდის მეთოდებით;

7.2.      Wish.ge უფლებამოსილია:

7.2.1.    ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ყოველგვარი დასაბუთებისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე წაშალოს პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული პირობები;

7.2.2.    თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმებით, მისი რომელიმე დანართით ან/და კანონმდებლობით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვებ გვერდზე დაბლოკოს ან წაშალოს თქვენი მომხმარებლის ანგარიში;

7.2.3.   ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის შეძენის ან/და ანგარიშსწორების წესები;

7.2.4.   ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ უარი განაცხადოს საკურიერო მომსახურების გაწევაზე;

7.2.5.   დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის პროდუქტის ჩაბარების რიგითობის თაობაზე;

7.2.6.   მოსთხოვოს მომხმარებელს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, გადაიღოს და შეინახოს მისი ასლები;

7.2.7.   არ გადასცეს პროდუქტი მიმღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე ან/და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე;

7.2.8.   ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება;

7.3.       თქვენ ვალდებული ხართ:

7.3.1.   ვებ გვერდზე რეგისტრაციისას სრულად შეავსოთ სავალდებულო ველები, მიუთითოთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოთ სრული და მოქმედი რედაქცია;

7.3.2.  ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების და მისი ყველა დანართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობებს;

7.3.3.  გამოიყენოთ საკუთარი მომხმარებლის ანგარიში მხოლოდ შესაბამისი ანგარიშისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ დაუშვათ მომხმარებლის ანგარიშის მესამე პირ(ებ)ისათვის გადაცემა;

7.3.4.  პროდუქტის შეძენისას დეტალურად გაეცნოთ პროდუქტის მახასიათებლებს და მიმწოდებელის მიერ შემოთავაზებულ პირობებს. მომხმარებლის რაიმე პრეტენზია პროდუქტის მახასიათებლის ან/და მიმწოდებელის მიერ შემოთავაზებული პირობების შესახებ Wish.ge-ს მიმართ არ მიიღება;

7.3.5.  პროდუქტის შეძენისას მიუთითოთ ზუსტი მისამართი;

7.3.6.   Wish.ge-ს ან/და მის წარმომადგენელს წარუდგინოთ პროდუქტის მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ თქვენ მიერ, თქვენ ვალდებული ხართ განუმარტოთ პროდუქტის მიმღებს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კურიერისთვის წარდგენა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას;

7.3.7.  პროდუქტის მიღების დადასტურების მიზნით ხელი მოაწეროთ მიღება-ჩაბარების აქტს.  იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ თქვენ მიერ, თქვენ ვალდებული ხართ განუმარტოთ პროდუქტის მიმღებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას;

  1.   მხარეთა პასუხიმგებლობა

8.1.  Wish.ge პასუხს არ აგებს და მის მიმართ არ შეიძლება წარდგენილი იქნას რაიმე მოთხოვნა ვებ-გვერდზეგანთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით;

8.2.  Wish.ge არ აკონტროლებს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქტის ხარისხს, უსაფრთხოებას, კანონიერებას და აღწერასთან შესაბამისობას. Wish.ge არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, Wish.ge არ იძლევა გარანტიას, რომ პორტალზე განთავსებული მონაცემები დაემთხვევა პროდუქტის რეალურ მონაცემებს;

8.3.  Wish.ge პასუხს არ აგებს ნებისმიერ ნაკლზე/დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა კურიერისთვის პროდუქტის გადაცემამდე ან მიმღების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ;

8.4.  Wish.ge პასუხს არ აგებს ნებისმიერ ნაკლზე/დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა პროდუქტის არასათანადო შეფუთვის  ან კურიერისთვის პროდუქტის ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუტყობინებლობის შედეგად;

8.5.  Onoff.ge პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შეკვეთის განხორციელების მომენტში თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე სრულად პასუხისმგებელი ხართ თქვენ;

8.6.  მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ შეკვეთის უნიკალური კოდის უსაფრთხოება. Wish.ge არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის უნიკალური კოდის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით დამდგარ ნებისმიერ შედეგზე;

8.7.  Wish.ge პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის ან/და ყალბი ხელმოწერის საფუძველზე პროდუქტის ჩაბარების შედეგად თქვენთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე;

8.8.  კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელების წესებს განსაზღვრავს უშუალოდ მიმწოდებელი. Wish.ge-ს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არ არსებობის ან/და პირობების შეუსრულებობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის/ზარალის გამო;

8.9.  საგარანტიო პირობებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამომდინარე ან/და საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა/პრეტენზია წარედგინება უშუალოდ მიმწოდებელს Wish.ge-სგან დამოუკიდებლად;

8.10.  Wish.ge-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენი მომხმარებლის ანგარიშის წაშლის/დაბლოკვის გამო დამდგარი ნებისმიერი შედეგისთვის;

8.11.  Wish.ge არ არის პასუხისმგებელი ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, მათ შორის თქვენი პირადი ინფორმაციის მესამე პირების მხრიდან არასათანადო გამოყენებაზე;

8.12.  Wish.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგსა ან ზიანზე, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოწვეულია (ა) ტექნიკური დეფექტით, ელექტრონული გადაცემის ხარვეზით, პროგრამაში, ელექტრონულ სისტემებში და სხვა ელექტრონულ საშუალებებში უკანონო შეღწევით; (ბ) პროგრამული შეფერხებით; (გ) პროგრამაში სამუშაოდ გამოყენებული მოწყობილობის გაუმართაობით; (დ) ელექტრონული ვირუსით  ან ვირუსებით, რომელიც შეიძლება აღმოაჩნდეს ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებსაც თქვენ იყენებთ Wish.ge-ს მომსახურების მისაღებად;

8.13.  თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა ან/და პრეტენზია, რომელიც დაკავშირებული იქნება Wish.ge-ზე შეძენილ პროდუქციასთან უნდა წარედგინოს უშუალოდ მიმწოდებელს;

  1.   ინტელექტუალური საკუთრება და მარკეტინგული თანამშრომლობა

9.1.  თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ინტელექტუალური პროდუქტით სარგებლობის წესები და პირობები. თქვენ არ უნდა წამოაყენოთ რაიმე პრეტენზია მათზე ნებისმიერ დროს, მათ შორის ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. თქვენ იყენებთ ინტელექტუალურ პროდუქტს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დაშვებულია ამ შეთანხმებით და მხოლოდ ამ შეთანხმებით მოქმედების ვადის განმავლობაში. თქვენ არ უნდა განახორციელოთ რაიმე ქმედება და არ უნდა მოიქცეთ ისე, რაც არათავსებადია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და უნდა გამოიჩინოთ გონივრული მზრუნველობა ამ უფლებების დასაცავად დარღვევისგან ან ზიანის მიყენებისგან.

9.2.  ინტელექტუალური პროდუქტის ნებისმიერი სახით გამოყენება, ადაპტირება ან/და ცვლილება საჭიროებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე შესაბამისი  პირის წერილობით თანხმობას;

9.3.  Wish.ge იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოგთხოვოთ შეწყვიტოთ ინტელექტუალური პროდუქტის გამოქვეყნება, გავრცელება ან/და სხვაგვარად შეზღუდოს თქვენ მიერ მათი გამოყენება;

9.4.  წინამდებარე შეთანხმების პირობებზე დათანხმებით თქვენ აცხადებთ ცალსახა და უპირობო თანხმობას, ნებისმიერ დროს, შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) Wish.ge-სგან ან/და სხვა პირებისგან მიიღოთ ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, ვებ-გვერდზე მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთ აღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში Wish.ge უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება თქვენი ყოველგვარი შემდგომი თანხმობის გარეშე;

  1.  შეთანხმების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტა

10.1.   წინამდებარე შეთანხმება თქვენთვის ამოქმედდება და შესასრულებლად სავალდებულოა თქვენ მიერ მის პირობებზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს წინამდებარე პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად მის შეწყვეტამდე;

10.2.    შეთანხმების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს:

10.2.1.  Wish.ge-ს მიერ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ აგენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);

10.2.2.  Wish.ge-ს მიერ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სრულად არ გაივლით სისტემაში რეგისტრაციას;

10.2.3.  მხარეთა შეთანხმებით;

10.2.4.  თქვენ მიერ ვებ გვერდზე საკუთარი მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებით;

10.2.5.  წინამდებარე შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

10.3.     შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში Wish.ge უფლებამოსილია ვებ გვერდზე დაბლოკოს/წაშალოს თქვენი მომხმარებლის ანგარიში ან/და გააუქმოს რეგისტრაცია;

10.4.      თქვენ მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში Wish.ge უფლებამოსილია არ განახორციელოს შეთანხმების მოქმედების პერიოდში შეძენილი პროდუქტის საკურიერო მომსახურება;

  1.   მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

11.1.    წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული ყველა დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით;

11.2.    დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს მოქმედი განსჯადობის წესების გათვალისწინებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ Wish.ge-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

  1.   სხვა პირობები

12.1.   თქვენ ადასტურებთ, რომ შეთანხმების პირობებზე დათანხმებისას მოქმედებდით/იმოქმედებთ გონივრული განსჯის საფუძველზე, სრულად გაეცანით და სრულად გესმით მისი შინაარსი;

12.2.   თითოეული მხარე უფლებამოსილია ისარგებლოს შეთანხმებით განსაზღვრული უფლებ(ებ)ით და ვალდებულია შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ი;

12.3.   თქვენ უპირობოდ აცხადებთ თანხმობას, რომ Wish.ge-ს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუთმოს, გაყიდოს ან გადასცეს წინამდებარე შეთანხმებით და მისი ყველა დანართით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული უფლებები, მოვალეობები და სარგებელი სხვა მესამე პირს;

12.4.  თქვენ არ გაქვთ უფლება,  დაუთმოთ, სრულად ან ნაწილობრივ გაყიდოთ ან სხვაგვარად გადასცეთ ნებისმიერ მესამე პირს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები ან/და ვებ გვერდის მომხმარებლის ანგარიში და პაროლი. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებების ან ვალდებულებების გადაცემის ან გადაკისრების ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების დარღვევას. თქვენ მიერ ამ შეთანხმებით ნაკისრი უფლება-მოვალეობების ან/და ვებ გვერდის მომხმარებლის და პაროლის გადაცემა არც ერთ შემთხვევაში არ გაგათავისუფლებთ ნაკისრი ვალდებულებებისგან;

12.5.  Wish.ge უფლებამოსილია, რაზედაც თქვენ აცხადებთ უპირობო თანხმობას, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გარეშე სუბსააგენტო ხელშეკრულებით მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს მათ მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების ან მისი ნაწილის ორგანიზება იმ პირობით, რომ შეუფერხებლად გაგრძელდება ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;

12.6.  თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას შეთანხმების დანარჩენი პუნქტების იურიდიულ ძალაზე;

12.7.  წინამდებარე შეთანხმებაში არსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, Wish.ge უფლებამოსილია მომსახურების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით მოგთხოვოთ შეთანხმების პირობებზე ხელმეორედ დათანხმება;

12.8.  Wish.ge მიერ საკუთარი უფლებების განხორციელების გადავადება არ ნიშნავს იმას, რომ Wish.ge უარს ამბობს თავის უფლებებზე. აგრეთვე ნებისმიერი უფლების ნაწილობრივ ან სრულად გამოუყენებლობა არ ნიშნავს მომავალში ამ უფლების სრულად გამოყენების შეზღუდვას;

12.9.  წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;