კონფიდენციალურობის პოლიტიკა
- Wish.ge აფასებს ამ ვებ გვერდზე ( შემდგომში – ვებ გვერდი ) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.
- თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებ გვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ.
- ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც გროვდება, მუშავდება და გამოიყენება ვებ გვერდზე თქვენი სტუმრობის დროს და შემდგომში.
- ვებ გვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
- ვებ გვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში – პოლიტიკა).
- თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებ გვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
- წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?
მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით Wish.ge-სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ Wish.ge-სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.
როგორ ვეპყრობით 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციას?
Wish.ge არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებ გერდი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან. Wish.ge-სთვის ვებ გვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.
როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:
– გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
– გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა; ან
– მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენს პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@wish.ge