5 ბიუჯეტური საჩუქარი რომელიც ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ

5 ბიუჯეტური საჩუქარი რომელიც ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დაბადების დღისთვის ან თუნდაც უბრალოდ საჩუქრის შერჩევა ძალიან რთული პროცესია, სწორედ ამიტომ ჩვენ დაგეხმარებით და შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები იქნება და თქვენც უფრო გაგიმარტივდებათ არჩევანის გაკეთება.

1. პორტატული დამტენი (power bank)

მოგეხსენებათ, რომ გაჯეტების ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩვენს გაჯეტებს კი დამუხტვა სჭირდება, იქნება ეს მობილური ტელეფონი, ყურსასმენი, ჭკვიანი საათი, ლეპტოპი თუ ნებისმიერი სხვა რამ. დასამუხტად კი საჭიროა დენის წყარო, სადაც გაჩერება და ლოდინი გვიწევს, რომ ჩვენი მოწყობილობა დაიმუხტოს, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს პორტატული დამტენები, რომლებიც ნებისმიერი ჩვენგანისთვის შეუცვლელი ნივთი იქნება, მისი ქონის შემთხვევაში. პორტატული დამტენი შეგვიძლია თუნდაც მთელი კვირა გვეყოს მობილურის დასამუხტად, იკავებს ძალიან ცოტა ადგილს და მისი ტარება მარტივია, ჩანთაში, ავტომობილში, თუნდაც ჯიბეში. ამია გამო იდეალური ვარიანტია ნებისმიერი ადამიანისთვის საჩუქრად, მისი ღირებულება კი სულ რაღაც 29 ლარიდან იწყება ჩვენთან, ფასები კი მერყეობს მოცულობის და ბრენდების მიხედვით. რაც უფრო დიდია მოცულობაში, მით უფრო მეტჯერ მოახერხებს მობილური ტელეფონის დატენვას.

პორატული დამტენების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://wish.ge/product-category/portatuli-damtenebi/

დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ და ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან ნივთის შერჩევასა და შეძენაში.

 

2. ბლუთუზ ყურსასმენი (ჰედფოუნი)

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ დღეს ყველა ვუსმენთ მუსიკას, ჰედფოუნი კი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, როდესაც გინდა შენს საყვარელ მუსიკას საუკეთესო ხარისხით მოუსმინო, ასევე უყურო ფილმებს და ვიდეოებს. გამოიყენო სახლში, მგზავრობისას, ვარჯიშზე. ჩვენთან კი ბლუთუზ ყურსასმენები შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ 29 ლარიდან, შედარებით მაღალი ხარისხის ბრენდის მოდელები კი 65 ლარიდან.

ბლუთუზ ყურსასმენები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://wish.ge/product-category/yursasmenebi/blutuz-yursasmenebi/

 

3. ბლუთუზ დინამიკი

ბლუთუზ დინამიკი, ნივთი რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გამოიყენებს, ეს იქნება სახლში, შეკრებებზე, მეგობრებთან კემპინგზე თუ სხვა ნებისმიერ ადგილას. სატარებლად არის მსუბუქი, სხვადასხვა მოცულობის, ფორმის. ერთი დამუხტვით შეგიძლიათ 10-15 საათის განმავლობაში უწყვეტად მუსიკის მოსმენა. ჩვენთან მისი ღირებულება 29 ლარიდან იწყება, ბრენდის შედარებით მაღალი ხარისხის მოდელები კი 55 ლარიდანაა.

ბლუთუზ დინამიკები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://wish.ge/product-category/blutus-dinamikebi/

 

4. Airdpos და Buds ყურსასმენები

ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა ამ ტიპის ყურსასმენების გამოყენება, არის იმდენად კომფორტული, რომ ჩაანაცვლა კაბელიანი ყურსასმენი. მოსახერხებელია მობილურზე სასაუბროდ, მუსიკის მოსასმენად, აქვს ძალიან კარგი ჟღერადობა და, რაც მთავარია, არის კომპაქტური. ერთი დამუხტვით შეგიძლიათ ყუთთან ერთად 15 საათამდე გამოყენება, რაც ,ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი დროა უწყვეტ რეჟიმში. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მობილურიზე, ასევე პლანშეტზე, ლეპტოპზე და ნებისმიერ მოწყობილობაზე რომელსაც ბლუთუზის მხარდაჭერა აქვს. ჩვენთან ამ მოდელების ღირებულება იწყება 35 ლარიდან, ბრენდირებული შედარებით მაღალი ხარისხის მოდელების კი 65 ლარიდან.

Airpods და Buds ყურსასმენების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://wish.ge/product-category/yursasmenebi/airpods/

 

5. ავტომობილის მობილურის სამაგრი და FM მოდულატორი

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს საკუთარი ავტომობილი და ყველას აქვს მობილური. ავტომობილში კი მობილურის მოთავსება, ისეთ ადგილას სადაც დავინახავთ მას, ვუპასუხებთ ზარებს, გამოვიყენებთ GPS-ს ძალიან რთულია თუ მობილურის სამაგრი არ გვაქვს. ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ საუკეთესო ბრენდების მობილურის სამაგრები, გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი, რათა მოვერგოთ ყოველი თქვენგანის გემოვნებას.
რაც შეეხება FM მოდულატორს, ეს არის გაჯეტი რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ავტომობილის აუდიო სისტემას ბლუთუზი არ აქვს. მისი დახმარებით მობილურს დავაკავშირებთ ავტომობილის აუდიო სისტემას, მოვუსმენთ მუსიკას, ვუპასუხებთ ზარებს ისე, რომ მობილურის ხელში დაჭერა არ მოგვიწევს. ასევე, მას აქვს მობილურის დამუხტვის ფუნქცია და შეგიძლიათ მუსიკას მეხსირების ბარათის საშუალებითაც (ფლეშკიდან) მოუსმინოთ. მისი დაყენება ძალიან მარტივია, ის მხოლოდ სანთებელის ბუდეში უნდა მოათავსოთ. მისი ღირებულება კი ჩვენთან სულ რაღაც 15 ლარიდან იწყება.

ავტომობილის აქსესუარები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://wish.ge/product-category/manqanis-aqsesuarebi/

 

ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ინფორმაცია გამოგადგებათ და გაგიმარტივებთ საჩუქრის შერჩევას. ნებისმიერი აქ წარმოდგენილი აქსესუარი შეგიძლიათ ნებისმიერი სქესის წარმომადგენელს აჩუქოთ, რადგან ის მათ შეუცვლელ გაჯეტად იქცევა. ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, ნივთის შესარჩევად ან შესაძენად შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 2 420 866.

ყველა ნივთზე მოქმედებს სწრაფი ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

სრული კატალოგის ნახვა შეგიძლიათ ჩვენივე ვებ გვერდზე: wish.ge

Share this post

კომენტარის დატოვება